ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალმა ახალი დირექტორი შენობაში არ შეუშვა

ხმაური იყო დღეს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც ახალი ფინანსური დირექტორი არ შეუშვეს. მედპერსონალი დაწესებულებაში კომპანია “ბლოკ ჯორჯიას” შესვლას აპროტესტებს და აცხადებს, რომ კომპანიამ შენობა უკანონო გზებით მიითვისა. ახალი ფინანსური დირექტორი ნოდარ ჩიქოვანი კი ამტკიცებს, რომ დაწესებულების ყოფილ ხელმძღვანელობას უკვე მიმართა რამდენჯერმე, თუმცა უშედეგოდ.

“ჩვენ მივმართეთ მადონა სართანიას რამდენჯერმე, თუმცა ის უარს ამბობს დაიკავოს სამედიცინო დირექტორის პოსტი. ფინანსური დირექტორი ახლა მე გახლავართ და ჩემი მოვალეობის შესასრულებლად მოვედი აქ”, – განაცხადა ჩიქოვანმა, თუმცა მას ტერიტორიის დატოვება მოუწია, რადგან საავადმყოფოს მომსახურე პერსონალი კატეგორიულად ეწინააღმდეგება მის იქ შესვლას.

უკმაყოფილება არც პაციენტებს დაუმალავთ, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოშ ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში პერიოდულად დადიან. მათი თქმით, მსგავსი დაპირისპირების გამო მკურნალობის კურსი შესაძლოა, შეფერხდეს, რაც მათ ჯანმრთელობაზე იმოქმედებს.

საბოლოოდ ახალი ხელმძღვანელობა საავადმყოფოდან გავიდა, თუმცა რას აპირებენ მომავალში, მედიასთან არ დაუკონკრეტებიათ.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: დაპირებები არ იყო გადაჭარბებული, არამედ ამ დაპირებების აღქმა იყო არაადეკვატური
შემდეგი სტატიასაქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე: ნინო გვენეტაძე უნდა წავიდეს