ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 279 ნიმუშებიდან 68-ზე დადებითი პასუხია

რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 279 ნიმუშებიდან 68-ზე დადებითი პასუხია.

აქედან 39 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 10 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, 29 კი ცხელებით და სხავადსხვა გამოვლინებებით მისული პაციენტები არიან.

7 შემთხვევა გვაქვს ფოთში, ასევე 7 შემთხვევა გვაქვს ჩხოროწყუში, 5 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, 4 შემთხვევა გვაქვს სენაკში, ასევე ოთხი შემთხვევაა წალენჯიხაში, 1 შემთხვევა დაფიქსირდა მარტვილში, რომელიც ცხელებით შესული პაციენტია.

1 ინფიცირებული გამოვლინდა საკარანრტინე სივრცეში, რომელიც თბილისში მაცხოვრებელია და კოვიდი დაუდასტურდა.

მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 114 კოვიდ პაციენტი, აქედან 15-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 7 პირი. მათ შორის 6 რუხის კლინიკიდან და ერთი ფოთის კლინიკაში მკურნალობდა. (4 ზუგდიდი, 1 ფოთი, 1 უცხო ქვეყნის მოქალაქეა (პოლონელი) და 1 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა).

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 232 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის გადაწყვეტილებით, 22:00 საათიდან რესტორნები მცხეთაშიც დაიკეტება
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა მარტვილში