ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 459 ნიმუშიდან , 40 პასუხი კოვიდ დადებითია

რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 459 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა. მათგან 40 -ზე დადებითი პასუხია (მათ შორის 3 ნიმუშის პასუხი, რომელიც 14.10.2020 იქნა აღებული და კვლევაში იყო დარჩენილი).

აქედან 27 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან ათი უკვე დადასტურებული შემთხევვის კონტაქტები არიან, ხოლო 17 კი ახალი შემთხვევებია და ისინი რუხის და ევექსის კლინიკებში ცხელებით შესული პაციენტები არიან.

1 შემთხვევა გვაქვს ჩხოროწყუში, რომელიც უკვე დადასტურებულის კონტაქტია.

3 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, სამივეზე მიმდინარეობს მოკვლევა და ინფიციების წყაროების მოძიება.

3 შემთხვევა გვაქვს სენაკში, მიმდინარეობს ინფიცირების წყაროს დადგენა.

4 შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, მათგან ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომელიც იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, 1 უკვე დადასტურებულის კონტაქტია, ხოლო ორი კი ახალი შემთხვევაა და მათი ინფიცირების წყაროს დადგენა მიმიდინარეობს.

2 შემთხვევა გვაქვს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ისინი უკვე ინფიცირებულის კონტაქტები არიან და რუხის კლინიკაში ცხელებით იმყოფებოდნენ.

მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 88 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 4 პირი. ფოთის კლინიკიდან გაეწერა 1 პაციენტი, როემლიც ბათუმის მაცხოვრებელია. რუხის კლინიკიდანა გაეწერა 3 პაციენტი, ყველა ზუგდიდელია.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 158 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით გარდაცვლილი 11 პაციენტიდან 5 თბილისში მკურნალობდა, 3 – ბათუმში, 2 – იმერეთში, ერთი – გორში
შემდეგი სტატიაგორის მე-9 საჯარო სკოლაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა