ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული სამი მამაკაციდან ერთი კარანტინის ზონაში დაბრუნდა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს ანაკლიის საკარანტინო სივრციდან შეყვანილი სამი პირიდან ერთი მამაკაცი, რომელსაც სიმპტომები არ აღენიშნება, საკარანტინო ზონაში დაბრუნდა, ორზე კი დაკვირვება მიმდინარეობს, – ამის შესახებ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა ლალი დარახველიძემ განაცხადა. მისივე თქმით, სამივე პაციენტის ანალიზი გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და პასუხები დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

ორივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

banner
წინა სტატიაშითბილისის ზღვის ჰოსპიტალში აღებული 23 ანალიზიდან კორონავირუსი ექვს პაციენტთან დადასტურდა
შემდეგი სტატიაე.წ. მატროსოვის ციხის ლიკვიდაციის დაწყების გამო, იქ მყოფი პატიმრები რუსთავში გადაიყვანეს