ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით ორი პირი შეიყვანეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით ორი პაციენტი მოათავსეს. ერთი ზუგდიდის სოფელ ახალკახათის მკვირდია, მეორე კი ჩხოროწყუს რაიონიდან არის.

ამ წუთებში მიმდინარეობს სადიაგნოსტიკო ღონისძიებები.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა. კორონავირუსისგან ჯამში 14 ადამიანი განიკურნა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

banner
წინა სტატიაშიპრემიერმა სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივ ხელისუფლებას დაავალა, მკაცრად გააკონტროლონ საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულება
შემდეგი სტატიაბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე ხანძარია