ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით უცხოეთის მოქალაქემ მიმართა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით გუშინ უცხოეთის 1 მოქალაქემ მიმართა და ამ დრომდე ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება.

არსებული ინფორმაციით ის გუშინ ლიტვიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში მეგობართან ჩამოფრინდა. როგორც კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ნოდარ ჩიქოვანმა განაცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას უკვე ჩაუტარდა სამედიცინო კვლევები. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარიამ ამირან გამყრელიძეს და პაატა იმნაძეს მადლობა გადაუხადა – ინფორმირებულობა, რომელიც შემოგაქვთ ქართულ საზოგადოებაში, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი
შემდეგი სტატიაისნის რაიონში, ნავთლუღის VI შესახვევს ოთხი ახალი სკვერი შეემატება