(Video)ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ანაკლიის საკარანტინო ზონიდან გადაყვანილი პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ანაკლიის საკარანტინო ზონიდან გადმოყვანილი პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ჯერჯერობით ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში არაა გადაგზავნილი – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ლალი დარახველიძემ განუცხადა. პაციენტი ანაკლიის საკარანტინო ზონიდან მაღალი ტემპერატურით და ხველების ჩივილით წუხელ შეიყვანეს. როგორც ინფექციონისტი აცხადებს, ამ ეტაპზე ლუგარის ლაბორატორიაში ანალიზების გაგზავნის აუცილებლობა არ არის და დაკვირვების შემდეგ გადაწყდება, გახდება თუ არა საჭირო ანალიზების გაგზავნა.
მამაკაცს იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვს. ამ დროისთვის ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ერთი პაციენტი მკურნალობს.
ზუგდიდელ 67 წლის მამაკაცს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ის 20 მარტიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/berdiakalanida/videos/2609312096020448/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”0″]

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიის ფეისბუქ გვერდზე ქართველი მომღერლები ონლაინ კონცერტებს გამართავენ
შემდეგი სტატიაკახეთში კარანტინში 550, თვითიზოლაციაში კი, 452 მოქალაქე იმყოფება