ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ანაკლიის საკარანტინო ზონიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადაიყვანეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ანაკლიის საკარანტინო ზონიდან კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით ახალგაზრდა მამაკაცი გადაიყვანეს. მას შესაბამისი კვლევები ამ დროისთვის უტარდება.

“შემოიყვანეს მაღალი ტემპერატურით და ხველების ჩივილით და ამ წუთებში უტარდება კვლევები. ხვალ დილით გახდება ცნობილი პაციენტის საერთო მდგომარეობის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში პაციენტის ანალიზები გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს შეგვიძლია გითხრათ”, – ამბობენ საავადმყოფოში.
დღეს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 67 წლის მამაკაცს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე საბა: ვისაც ბოლო ორი კვირა მამა იოსებთან გქონდათ ურთიერთობა, გაუფრთხილდით თავს
შემდეგი სტატიაექიმებს სამი თვის ჩვილზე ჯერჯერობით კორონავირუსზე ეჭვი არ ააქვთ