ზუგდიდის გამგეობაში განმუხური სანაპირო ზოლის გასაყიდად გატანას კანონიერად აფასებენ

განმუხურის სანაპირო ზოლის აუქციონზე გასაყიდად გატანის ფაქტს ზუგდიდის გამგეობაში ეხმაურებიან. როგორც ზუგდიდის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა თენგიზ ქობალიამ განაცხადა, მიწა კანონის ფარგლებში იყიდება.

მისივე ინფორმაციით, განმუხურის ბულვარს ოფიციალურად ბულვარის სტატუსი არ ჰქონდა და არც რეკრიაციული ზონა იყო, ამიტომ მისი გაყიდვა აუქციონის წესით სრულიად კანონიერია. გამგეობაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს ინვესტიციების შემოდინებას და ადგილობრივების დასაქმებასაც.

განმუხურის სანაპირო ზოლი აუქციონზე გასაყიდად არის გამოტანილი. ობიექტის მიმდინარე ფასი eauction.ge-ზე 2263500.00 ლარია. განაცხადის ნომერია 203BV116.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თენგიზ გუნავამ განაცხადა, ეს ბიძინა ივანიშვილის მორიგი ახირებაა. მისივე განმარტებით, ყოფილი პრემიერი აღნიშნულ ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებას აპირებს და სანაპირო ზოლის შესყიდვაც ამიტომ გადაწყვიტა.

banner
წინა სტატიაშიდევიდ ქემერონი: ბრიუსელში მომხდარი მოვლენებით შოკირებული ვარ
შემდეგი სტატია13 ქართველი დეპუტატი ბრიუსელში იმყოფება