ზუგდიდის ერთ-ერთ თონეში 800 შოთის პური უფასოდ დარიგდა

ზუგდიდში,რუსთაველის 113 – ში ზუგდიდელი მოსახლეობა პურს დილიდან უფასოდ ღებულობს.

თონის მეპატრონეები გელა შეროზია და გია ზარანდია თანაქალაქელებს პურს დილის 10:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე უფასოდ ურიგებდნენ. მათივე თქმით,სულ თონეში გამოცხვა 800 ცალი თონის პური,რომელიც მოსახლეობას უფასოდ მისცეს,

,,ქვეყანაში შექმნილი მდგომარებიდან გამომდინარე, გვინდა, რომ მცირეოდენით ჩვენი წვლილი შევიტანოთ და ვისაც ძალიან უჭირს დავეხმაროთ ამ ფორმით, თონეში ყველაფერი კანონის შესაბამისად არის დაცული და მსურველი შეძლებს პურის მიღებას, იმედი მაქვს ყველა დაიცავს დისტანციას”, – ამბობს თონის მეპატრონე გია ზარანდია.

მათი თქმით, თონეში ფქვილის მარაგი აქვთ და იმდენ პურს გამოაცხობენ, რამდენიც საჭიროა და მსგავსი ტიპის სოციალურ აქციას შემდეგშიც შესთავაზებენ თანაქალაქებს.გია ზარანდიას თქმით,მომდევნო აქცია ფქვილის მარაგზეა დამოკიდებული.

banner
წინა სტატიაშიმერია მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებს ხელფასს გადაუხდის
შემდეგი სტატიამთავრობის დადგენილებით, სასწავლო პროცესი უნდა წარიმართოს „ტელესკოლის“ დისტანციური ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით