ზუგდიდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდში მე-18 საარჩევნო უბანი თითქმის ერ საათიანი დაგვიანებით გაიხსნა. უბანზე იყო ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება.

„თავისუფალი დემოკრატების“ დამკვირვებლის, ეგნატე შამუგიას თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი განაცხადა წილისყრაში მონაწილეობაზე, ასევე უბანზე არ აღმონდა კენჭისყრის ჩასატარებლად საიჭირო ინვენტარი.

გარდა მე-18 უბნისა, „ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრებმა წილისყრაში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვეს რამდენიმე უბანშოც.

ზუგდიდში საპარლამენტო არჩევნები ორ ოლქში მიმდინარეობს.ქალაქ ზუგდიდის 65ე- და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 66-ე ოლქებში. გახსნილია 92 საარჩევნო უბანი.

banner
წინა სტატიაშისანდრა რულოვსი: ხმა მივეცი იმ მშვიდ ძალას, რომელიც უკვე ხვალიდან შეუდგება საქმის გაკეთებას
შემდეგი სტატიაკახი კალაძე: ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მომავალს