ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის წინ გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის წინ 30-მდე გარემოვაჭრემ საპროტესტო აქცია გამართა. მათი თქმით,ისინი მცირე მეწარმეები არიან და 300 ლარამდე ბრუნვაც კი არა აქვთ და გადასახადს ვერ გადაიხდიან და არც მთავრობის დახმარებით ვერ სარგებლობენ.”ჩვენ ღია ტიპის ბაზრობაზე სამუშაოდ ვერ შევალთ და ვერც გადასახადს გადავიხდით,მერე სახლში რა წავიღოთ…ისედაც წვრილმანი საქონლით ვვაჭრობთ”,-აცხადებენ ისინი. მერიის ზედამხედველობის სამსახურში კი აცხადებენ,რომ გარევაჭრობას არ დაუშვებენ.გარემოვაჭრეები ხვალ აქციის მოწყობას მერიასთან გეგმავენ.

banner
წინა სტატიაშიავარიას რუსთავში შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკი მშობლებისა და ბავშვებისთვის სახალისო ონლაინ გაკვეთილებს იწყებს