ზუგდიდის ცენტრალურ ბაზართან ვითარება დაძაბულია

ZUGDIDI 1DRELIამ წუთებში ზუგდიდის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე  ხმაურია. ადგილზე მოვაჭრეები არიან შეკრებილები. ისინი შემდუღლებლებს მათი კუთვნილი დახლების დემონტაჟის საშუალებას არ აძლევენ. ,,არაფრის დიდებით არ დავუშვებთ დემონტაჟის პორცესს, სისხლის ბოლო წვეთამდე დავიცავთ ამ ადგილს”- აცხადებენ ,,თაიმერის” ადგილობრივ კორესპონდენტთან საუბარში მოვაჭრეები. აქციის მონაწილეებსა და ადმინისტრაციას შორის დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი. როგორც ჩვენი კორესპონდეტი ადილიდან იუწყება ბაზრის ადმინისტრაცია მოვაჭრეებს ადგილის დატოვებას აიძულებს.

შეგახსენებთ ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეებმა აქცია დილიდან გამართეს. მათ ბაზრის წინ საავტომობილო გზა გადაკეტეს, თუმცა მოგვიანებით სამართალდამცავების მოთხოვნით გზა გაათავისუფლეს.

მოვაჭრეები შესასვლელთან არსებული დახლების შესაძლო დაშლას აპროტესტებენ. ბაზრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელების განმარტებით, ქალაქის მერიისგან კონსტრუქციის დაშლის შესახებ განკარგულება მიიღეს. მათივე თქმით, თვითმმართველობა კონსტრუქციის დასაშლელად 2 დღეს აძლევს.

banner
წინა სტატიაშიგაერომ აშშ-ს და რუსეთს მოუწოდა საკუთარი ძალებით შეინარჩუნონ მშვიდობა სირიაში
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა