ზუგდიდის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია

ამ წუთებში, ზუგდიდის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია.ამის მიზეზი ავტოავარიაა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. “თაიმერის” ინფორმაციით მაღალი სისწრაფით მიმავალი ავტომობილი, რომელსაც სავარაუდოდ ქალბატონი მართავდა, ტროტუარზე შევარდა და ბეტონის ბორდიურს შეეჯახა. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ქალბატონი  მსუბუქად დაშავდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტს ადასტურებს. როგორც უწყებაში “თაიმერს” განუცხადეს გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს

banner
წინა სტატიაშითალიბებმა იარაღის დადებასა და მუშაობის დაწყებაზე მზაობა გამოთქვეს
შემდეგი სტატიაბერლუსკონი: ჩემს გარშემო არც ისე ბევრი გენიოსია