ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დაიხურა

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის ზვიად ქარჩავას განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დაიხურა.

„დამთვალიერებლების ჯგუფები შემოდიოდა, რაც კორონავირუსის გავრცელების აცილების მიზნით უსაფრთხო არ იყო. მივიღეთ გადაწყვეტილება რომ დაგვეხურა დროებით, სანამ საგანგებო მდგომარეობაა. არ მუშაობენ თანამშრომლები, ადმინისიტრაციაში სულ ორი ადამიანი ვართ და ისინიც დისტანცირებულად ვმუშაობთ“, – აცხადებს ქარჩავა.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე გამოცხადდა. საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 54 – ია. გამოჯანმრთელებული – 8.

banner
წინა სტატიაშიასლან ბჟანია – ჟენევის ფორმატის გარდა, საქართველოსა და აფხაზეთს მოლაპარაკებების ორმხრივი პლატფორმა სჭირდებათ
შემდეგი სტატიაბესიკ თამლიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს