ზუგდიდის ბაზრის გარეპერიმეტრი ზედამხედველობის სამსახურმა გარემოვაჭრეების დახლებისგან დაცალა

ზუგდიდის ბაზრის გარეპერიმეტრზე მერიის ზედამხედველობის სამსახური მუშაობს და მოვაჭრეების დახლები გააქვს. ადგილზე არ იმყოფებიან მოვაჭრეები, როგორც ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები აცხადებენ, მოვაჭრეების საქონელს დაცვა ჩაიბარებს და შემდეგ მოხდება მათი გადაცემა.

ტერიტორიის დატოვების შესახებ გარემოვაჭრეები რამდენიმე დღის წინ გააფრთხილეს, თუმცა მათი მხრიდან არ მომხდარა ტერიტორიის დატოვება, ისინი აგრძელებდნენ მუშაობას და აქციებს აანონსებდნენ.გარემოვაჭრეები ქალაქის მერთანაც იმყოფებოდნენ თხოვნით, რომ დაერთოთ მათთვის მაისამდე მუშაობის ნება. თუმცა უშედეგოდ, მერია ამ წინადადებას არ დათანხმდა.უწყების ინფორმაციით, მათ ალტერნატიული ფართები შესთავაზეს, სადაც ისარგებლებენ 3 თვიანი საშეღავათო პერიოდით. “ინდივიდუალურად იქნება მოლაპარაკება თოთოეულ მათგანთან და გათვალისწინებული იქნება მათი შესაძლებლობები, გარევაჭრობას ჩვენ არ დავუშვებთ”- განაცხადა მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ქალაქის მერმა ლაშა გოგიამ.  გარევაჭრობის უფლების მოთხოვნით მოვაჭრეები აქციას წლების განმავლობაში, პერიოდულად მართავენ.

წყარო: ოდიშინიუსი

banner
წინა სტატიაშირაულ ქირია: რთული ვითარებაა კიევში-ქართული სანომრე ნიშნებით მანქანებს შუშებს უმსხვრევენ
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი ამერიკელ კონგრესმენებს ხვდება