ზუგდიდის ბაზარში სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებენ

დღეს ზუგდიდის ბაზარში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება. შპს „სუპერმარკეტის“ ადმინისტრაციის განმარტებით, სამუშაოები 18:00 საათზე დაიწყება და ის ბაზრის მუშაობაზე გავლენას არ მოახდენს.

„ბაზრის ტერიტორიის დეზინფექციას მაშინ დავიწყებთ, როცა ხალხისგან დაცლილი იქნება ტერიტორია. ხვალ ჩვეულებრივად გაიხსნება და მომხმარებლები თავისუფლად შეძლებენ მოსვლას და პროდუქტების ყიდვას, თუ საჭირო გახდება ყოველი მეორე დღეს ჩავატარებთ დეზინფექციას“, – ამბობს ბაზრის ადმინისტრაციის თანამშრომელი მანანა ბარძემაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : ხვალიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა აიკრძალება
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : კორონავირუსის შეჩერების ეტაპიდან გადავდივართ გავრცელების ეტაპზე, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ