ზუგდიდის ბაზარში არსებულ მდგომარეობას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე და მერი გაეცნენ

რა მდგომარეობაა ზუგდიდის ახლადგახსნილ აგრარულ ბაზარში, როგორ იცავენ დისტანციას და არსებულ რეკომენდაციებს – ამის გასაცნობად ბაზარში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მალხაზ თორია და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია იმყოფებოდნენ.

ტერიტორიაზე რიგებს მოხალისეები და სამართალდამცველები აკონტროლებენ. ბაზარში პირბადის გარეშე მოქალაქეები ვერ შედიან და ტერიტორიზე შეზღუდული რაოდენობით გადაადგილდებიან.

ზუგდიდის აგრარულ ბაზარში ამჯერად ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე სასურსათო მაღაზიები და ხილ-ბოსტნის სექცია ფუნქციონირებს. პარალელურად წესრიგდება შენობის მიმდებარედ არსებული სასურსათო მაღაზიები, თუ ისინი დააკმაყოფილებენ არსებულ მოთხოვნებს და იქნება შესაბამისი დასკვნა – ფუნქციონირებას შეძლებენ. ზუგდიდი ბაზარმა ფუნქციონირება გუშინ განაახლა.

ბაზრის ფუნქციონირებას მონიტორინგს უწევენ სურსათის ეროვნული სააგენტოს და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშილევან რატიანი : ჩვენ, ექიმები ერთი გუნდი ვართ და ამას ხვალ, ყველას დავუმტკიცებთ
შემდეგი სტატიაშოთა რეხვიაშვილი : ბოლნისში, ბოლო 24 საათში, 100 საკვლევი მასალიდან ერთი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა