ზუგდიდის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ხმაურით დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ხმაურით დაიწყო. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ბათუმის საკრებულოს ახლად არჩეული წევრის ნუგზარ ფუტკარაძის ფოტოები მიიტანეს, რომლის გარდაცვალებასაც ისინი ზეწოლას უკავშირებენ.

საკრებულოს სხდომა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა გახსნა. სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი გაუძღვება. დღეს უნდა აირჩეს საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები.

ზუგდიდის საკრებულოში 22 მანდატი “ნაციონალურმა მოძრაობამ”, 20 – “ქართულმა ოცნებამ”, 3 პარტია “საქართველოსთვის” მოიპოვეს.

 

banner
წინა სტატიაში“ნაცმოძრაობის” წევრი საკრებულოში – უკვე კეთდება განცხადებები, რომ ოპოზიციას არაფერს დაუთმობენ, მზად ვართ ბრძოლისთვის
შემდეგი სტატიაგორის საკრებულოში სხდომის დაწყებამდე ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნას პატივი მიაგეს