ზუგდიდის აგრარული ბაზარი ჰიგიენური ნორმების დარღვევისთვის 5 000 ლარით დაჯარიმდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო, ზუგდიდის აგრარული ბაზარი 5 000 ლარით დააჯარიმა. მითითებების შეუსრულებლობის გამო, წელს ეს ბაზარი უკვე მეხუთედ დაჯარიმდა.

“სურსათის ეროვნული სააგენტომ, შემოსული შეტყობინების საფუძველზე, ზუგდიდში, რუსთაველის ქ.N 96-ში მდებარე აგრარული ბაზარი, შ.პ.ს. ზუგდიდის სუპერმარკეტი არაგეგმურად შეამოწმა. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ყველისა და ხორცის სარეალიზაციო განყოფილებებში გამოვლენილი შეუსაბამობების გამო (ჰიგიენური ნორმების დარღვევა და არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია) ბიზნესოპერატორი განმეორებითობის პრინციპით 5 000 ლარით დაჯარიმდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს აღნიშნული ობიექტი სააგენტომ მითითებების შეუსრულებლობის გამო უკვე მეხუთედ დააჯარიმა”. – წერს სურსათის ეროვნული სააგენტო.

სააგენტო მომხმარებლებს მოუწოდებს, რომ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვონ ცხელ ხაზზე – 1501.

banner
წინა სტატიაში“როგორც ჩანს, საქართველოს არალეგიტიმურ რეჟიმს რუსეთისგან უფლება ჰქონდა მიღებული, უკრაინის მხარდამჭერ კონვენციას შეერთებოდა” – სალომე სამადაშვილი
შემდეგი სტატია65 დასავლელი პროფესორი კობახიძეს მოუწოდებს, გადახედოს განათლების რეფორმას