ზუგდიდის 67-ე ოლქის შესასვლელთან სააგიტაციო მასალის განთავსების წესის დარღვევის უამრავი ფაქტი გამოვლინდა

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა ზუგდიდის 67-ე ოლქში, საუბნო საარჩევნო კომისიის შესასვლელებთან, სააგიტაციო მასალის განთავსების წესის დარღვევის უამრავი ფაქტი გამოავლინა.

როგორც „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის გრძელვადიანმა დამკვირვებელმა ზუგდიდში ალიკა კუპრავამ განაცხადა, შესაბამისმა სამსახურებმა დროულად უნდა მიიღონ ზომები.

„მნიშვნელოვანია, ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უზრუნველყოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის აღმოფხვრა და კანონდარღვევით განთავსებული სააგიტაციო მასალები ჩამოხსნას საუბნო საარჩევნო კომისიის შესასვლელიდან 25 მეტრის რადიუსში,“- განაცხადა კუპრავამ.

მისივე თქმით, აუცილებელია აგრეთვე, საარჩევნო ადმინისტრაციამ გააკეთოს განმარტება თუ საიდან იწყება 25 მეტრიანი შეზღუდვის ათვლა, რათა გამოირიცხოს ამ საკითხში მანიპულაციები ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან.

ინფორმაციას „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ ავრცელებს.

banner
წინა სტატიაში”კოვიდ 19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგი გრძელდება
შემდეგი სტატიაპარიზში მასწავლებლის მკვლელობასთან დაკავშირებით ცხრა პირი დააკავეს