ზუგდიდის 2 უბანში საარჩევნო ყუთები დაამტვრიეს

14608174_1707617556229591_1539789446_nროგორც ,,თაიმერს,, ზუგდიდიდან აცნობეს, ზუგდიდის #66 ოლქის #66.67.79 და #66.67.108-ე უბნებზე, ათეულობით ადამიანი შეიჭრა და საარჩევნო ყუთები დაამტვრიეს. როგორც ,,ნაციონალური მოძრაობის,, შტაბის წევრები აცხადებენ  ყუთების დამტვრევაში და უბნებზე არჩევნების ჩაშლაში ,,ქართული ოცნების,, აქტივისტები მონაწილეობდნენ, რამეთუ იცოდნენ, რომ ეს უბნები პირწმინდად ჰქონბდათ წაგებული. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

„100 კაცამდე შევარდა და ხმის დათვლის პროცესი ჩაიშალა, როდესაც მიხვდნენ, რომ აგებდნენ. როგორც ჩანს, თავიდანვე ჰქონდათ მობილიზაცია. პოლიცია ყველგან დგას, მაგრამ რატომღაც ახლოს არ მივიდნენ. რა თქმა უნდა, მთავრობას ეკისრება პასუხიმგებლობა. დაამტვრიეს საარჩევნო ყუთი. 100-ზე მეტი ადამიანი იყო და ეტყობა, წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. ამ წუთებშიც შეხლა-შემოხლაა. აუცილებელია, სამართალდამცავებმა მოახდინონ რეაგირება,“-განაცხადა თენგიზ გუნავამ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტიების წარმომადგენლებს უმასპინძლა
შემდეგი სტატიაწინასწარი მონაცემებით, ხობში არჩევნების მეორე ტური გაიმართება