ზუგდიდიდან ყულიშკარის მიმართულებით მოძრავი სამარშუტო ტაქსი ამობრუნდა

ზუგდიდიდან ყულიშკარის მიმართულებით მოძრავი სამარშუტო ტაქსი ამობრუნდა და გაზის მილს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ავარიის მიზეზი, როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს,დაშვებული საბურავი გახდა.
„საბურავი დაშვებული ჰქონდა. ნელა მოძრაობდა, თორემ შეიძელბოდა სავავალო შედეგი დამდგარიყო. საფრთხე იყო რომ განათების ბოძს დაჯახებოდა“, – ამბობენ ისინი. საავადლმყოფოს კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას თქმით,შუახნის ქალის მდგომარეობა მძიმეა და მას საოპერაციოდ ამზადებენ,ხოლო დანარჩენის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სულ სამარშრუტო ტაქსში 18 მგზავრი იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიბართლომეოსის კრიტიკული პასუხი იერუსლიმის პატრიარქს იორდანიის უკანონო კრების მოწვევის გამო
შემდეგი სტატიაგერმანიამ საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალი სატრანსპორტო საშუალებები გადასცა