ზუგდიდიდან ივანიშვილისთვის კიდევ რამდენიმე ხე მზადდება

სამეგრელოდან გურიაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის აგარაკზე კიდევ რამდენიმე ხის წაღება იგეგმება. ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ყოფილი იუსტიციის სახლის წინ მდებარე ძველი ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე ხის ამოღება დაწყებულია, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ მას შეკვეთილში გადაიტანენ. კიდევ რამდენი ხის ტრანსპორტირება იგეგმება შეკვეთილში ან როდემდე გაგრძელდება პროცესი, ადგილზე დასაქმებულები განმარტებებს არ აკეთებენ.” ივანიშვილისთვისაა გამზადებული, კი, რამდენი მიაქვთ არ ვიცი…მე ხვალ ვიწყებ მუსაობას, მიმიქციეთო ყურადღება თუ ვინმე მოვიდაო, ასემითხრეს და რომ გნახეთ, მოვედი, მეტი არაფერი არ ვიცი…აქაურები ამბობენ, რომ ბიძინას მიაქვსო, მეტს ვერ გეტყვით ვერაფერს”- ამბობს მამუკა თოდუა

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ გააკეთა პოლიტიკური განცხადება და სასამართლომ მოახდინა პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების რევიზია
შემდეგი სტატიაავსტრიის კლინიკა თანახმაა პაციენტი თემირლან მაჩალიკაშვილი მიიღოს