ზუგდიდიდან ღვთისმშობლის კვართის გადატანის მოთხოვნას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა

მოუწევს თუ არა წმინდა სინოდს რიგგარეშე სხდომაზე, მარიამობის დღესასწაულამდე შეკრება უცნობია, თუმცა საპატრიარქოს სიწმინდის დაცვის განყოფილების უფროსი ამის აუცილებლობაზე საუბრობს. გვიან ღამით დასრულდა ზუგდიდში, ადგილობრივი ეპარქიის რეზიდენციაში შეხვედრა სასულიერო პირებსა და მრევლს შორის – საუბარი ზუგდიდიდან ხობში ღვთისმშობლის კვართის გადატანას ეხებოდა.

შეხვედრაზე ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტის მიმართვა განიხილეს, რომლის მიხედვითაც, სასულიერო პირი სინოდისგან ღვთისმშობლის კვართის მარიამობის დღესასწაულზე ერთი დღით ხობის ეპარქიაში გადატანას ითხოვს. ამ ფაქტს მოსახლების პროტესტი და გაღიზიანება მოყვა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი თბილისის აეროპორტის შეფერხებით მუშაობას ეხმაურება
შემდეგი სტატიაჩრდილო კორეა აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიშისთვის მზად აგვისტოს შუა რიცხვებში იქნება