ირაკლი ჩიქოვანი ქალაქ ზუგდიდისთვის იბრძოლებს

irakli chiqovani

როგორც „თაიმერისთვის“ გახდა ცნობილი, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ირაკლი ჩიქოვანი იქნება.

ჩვენ დავუკავშირდით თავად ჩიქოვანს, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა. “ჩემი კანდიდატურა, როგორც ზუგდიდელის, არის ერთ-ერთი იმათ შორის, ვინც ამ ეტაპზე განიხილება. გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ არჩევნების თარიღი არ არის გამოცხადებული და არც საარჩევნო კამპანიაა დაწყებული, კანდიდატურის ოფიციალურ წარდგენას არ ჰქონია ადგილი“ – აღნიშნა მან.

 

banner
წინა სტატიაშიReuters: სირიაში საავადმყოფოს დაბომბვას 27 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა
შემდეგი სტატია(video) იერუსალიმის პატრიარქი აფხაზეთიდან ჩამოსულ მომლოცველებს შეხვდა