ზუგდიდი-თბილისის ღამის მატარებელი #601 დედაქალაქში თითქმის 3 საათ-ნახევრიანი დაგვიანებით ჩამოვა

ზუგდიდი-თბილისის ღამის მატარებელი #601 დედაქალაქში თითქმის 3 საათ-ნახევრიანი დაგვიანებით ჩამოვა.

განრიგის თანახმად, მატარებელი, რომელიც ზუგდიდის რკინიგზის სადგურიდან 7 ივლისს, 22:15 საათზე დაიძრა, თბილისში 8 ივლისის დილის 06:29 საათზე უნდა ყოფილიყო, თუმცა სტიქიის გამო, ხამისკურთან შეჩერდა.

ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ხობისწყალი ადიდდა და ლიანდაგი ჩახერგა. უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მგზავრებს მატარებლის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ, რადგან მიმდებარე ტერიტორია დატბორილი იყო.

 

banner
წინა სტატიაშიერდოღანის მხარდამჭერი ე.წ. ოპოზიციური პარტია სტამბულში ოფისებს ხურავს
შემდეგი სტატიარუსეთის საგარეო უწყება-ნორმალურ თანამშრომლობას ხელს უშლის საქართველოში მოქმედი კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“