საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლაჯურღულას გზაზე, ქვათაცვენის გამო, დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (ლაჯურღულა) ჩამოვიდა დიდი მოცულობის კლდოვანი მასა და ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი. ქვისცვენა კვლავ გრძელდება. რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,” – წერია განცხადებაში.