ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზაზე მოძრაობა შეზღუდულია

ზუგდიდი-ჯვარი-მესტიას დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

” ხანძრის შედეგად დაზიანებული ხეების გადაბელვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი- ჯვარი-მესტიას ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია. მოქალაქეებს ალტერნატიული გზით შეეძლებათ სარგებლობა”- აცხადებენ მერიაში.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი ხანძარი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში. ხანძრის შედეგად დამწვარია თხილის პლანტაცია და წიწვოვანი ხეები.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსთან დაკავშირებით ბევრია დამოკიდებული ჩვენზე, უნდა გამოვიჩინოთ მეტი სიფრთხილე, არ უნდა მოგვერიდოს სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება
შემდეგი სტატიაქუთაისის ინფექციურში ორი წლის ბავშვი კორონავირუსის ნიშნებით წევს – ლუგარიდან პასუხი დღეს იქნება