საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 96-ე კმ-ზე (ლაჯურღულა) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია.
მოძრაობა საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ჩამოსული დიდი მოცულობის კლდის მასის გამო იყო შეზღუდული.