ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე სოფელ დიზთან მეწყერის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე სოფელ დიზთან მეწყერის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ- ზე (სოფ.დიზი) მონაკვეთზე, ჩამოსულია მეწყერი, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, მიმდიანრეობს გაწმენდითი სამუშაოები და საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე საათში აღდგება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიდღეს თბილისის 50-ზე მეტ ქუჩას ელექტრომომარაგება შეუწყდება
შემდეგი სტატიაშაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებული სამი პირის მიმართ დღეს შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს