ზუგდიდსა და ხობში ღვთისმშობლის ხატი ფანჯრის მინაზე გამოისახა

ამ წუთებში ზუგდიდში, ენგურქაღალდკომბინატის დასახლებაში ხალხმრავლობაა. ადგილობრივების მტკიცებით,  ღვთისმშობლის ხატი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ფანჯრის შუშაზე გამოისახა. ზუგდიდელები სანთლებით ხელში არიან გამოსული და სასულიერო პირების მისვლას ელოდებიან.  შეკრებილია ათასზე მეტი ადგილობრივი. მასალის მომზადების პროცესში “თაიმერს” ასევე შეატყობინეს, რომ ხობის რაიონის სოფელ ხეთაში თენგიზ ქირიას სახლის ფანჯარაზეც გამოისახა ღვთისმშობლის ხატი. სახლთან მლოცველები არიან შეკრებილები.

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშიზაზა ჭაია: შსს უძლურია არასრულწლოვანთა ბანდების წინააღმდეგ
შემდეგი სტატიასაქართველოს სურს გადაგვიკეტოს წვდომა წმინდა ადგილებთან