ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტომობილი სახლში შევარდა, არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 7 მოზარდი

ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი საცხოვრებელ სახლში შევარდა. როგორც „თაიმერს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარის შედეგად დაშავებულია შვიდი ადამიანი.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან და მათ ბოლო ზარი ჰქონდათ. მათგან ერთ-ერთი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, დანარჩენ მოზარდებს კი პირველად დახმარებას ადგილზე უწევენ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიგპირდებით, რომ 19 მაისს დროულად ვერ დაიძინებს ივანიშვილი, ის მთელი ღამე ინერვიულებს
შემდეგი სტატია„ქვეყანას სჭირდება შველა, ხსნა, ქვეყნის მომავალი არის საფრთხის ქვეშ” – ნიკა მელია