ამ წუთებში ზუგდიდში აქცია მიმდინარეობს

 ზუგდიდში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”  დაგეგმილი შეკრება-აქცია რამდენიმე წუთის წინ  დაიწყო. ამ წუთებში აქციის მონაწილეებს დავით ბაქრაძე მიმართავს. ასევე დაგეგმილია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირდაპირ  ჩართვა კიევიდან.ცოტა ხნის წინ კი  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა  თენგიზ გუნავამ საგანაგებო  განცხადებაც გააკეთა.

” სუს-ის წარმომადგენლები  სამეგრელოს სოფლებში რეკავენ პარტიის სახელით და ეუბნებიან , რომ ზუგდიდში დაგეგმილი შეკრება-აქცია   გადაიდო.მარტვილში სამარშუტო ტაქსებს  ბლოკავენ, წამოსულებს აჩერებენ და აყოვნებენ,  პატრული დგას  იმ ადგილას, სადაც მიტინგი უნდა ჩატარდეს და ყველა მანქანას აჯარიმებენ. მოვუწოდებთ ხელისუფლებას გონს მოეგოს, გაიხსენოს რომ ამ მიტინგების მშვიდობიანად ჩატარება მათი პასუხისმგებლბაა და არა არაფრისმთქმელი მემორანდუმის ფრიალი, ჩვენ გვესმის რომ ბათუმის აქციის შემდეგ ხელისუფლება დამფრთხალია და აგონიაშია, მთავარი სიურპრიზი მათ  8- ოქტომბერს ელოდება”-განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა თენგიზ გუნავამ.

ამ წუთებში ზუგდიდი. ფოტომასალა “თაიმერის’ კორესპონდენტმა მოგვაწოდა ადგილიდან.

14423811_1793468597604806_561857736_o 14424195_1793468614271471_1032296733_o 14446256_1793468590938140_514939534_o 14489562_1793468620938137_1976507340_o

 

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: “ნაციონალურ მოძრაობას” დესტაბილიზაციის ძალიან კონკრეტული გეგმა აქვს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი აქცია 8 ოქტომბერს იქნება