ზუგდიდელმა პედაგოგმა პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს სიძულველის შემცველი პოსტი მიუძღვნა

ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგმა ხათუნა ქვარცხავამ სოციალურ ქსელში 2020 წლის კურსდამთავრებულებს პოსტი მიუძღვნა. მასწავლებელი სიძულვილის ენის შემცველი სიტყვებით წლევანდელი გამოშვების მოსწავლეებს ემშვიდობება და როგორც ამბობს, უხარია, რომ ახალ სასწავლო წელს მათ გარეშე შეხვდება. მას ასევე ჰყავს ფავორიტი მოსწავლეებიც,რომელსაც პოსტში სახელებით მოიხსენიებს და ზოგიერთის სახელი და გვარის ხსენება კი ზარავს.

“ჩემთვის 26-ე გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არა მხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს. პირიქით, ვფიქრობ და მიხარია, რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები! (რა თქმა უნდა დიდ უმრავლესობას ერ ეხება), ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78-ის ივარგებ. თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები. თქვენ იცით, რომ პირველ რიგში ეს არის მთავარი. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ ცხოვრებაში, სიკეთე და ბედნიერება მოუტანოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს. იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ!”, – წერს მასწავლებელი.

დაახლოებით ერთ საათში მასწავლებელმა პოსტი მას შემდეგ წაშალა.რაც პირველი საჯარო სკოლის დირექტორს ნინი გოგინავას არაერთმა ადამიანმა დაურეკა. პოსტმა სოციალური ქსელის მომხმარებლებსა და კურსდამთავრებულებში აღშფოთება გამოიწვია.

ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის ნინო გოგინავას თქმით, მასწავლებლის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, სამეურვეო საბჭო და დისციპლინური კომიტეტში ორშაბათს განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

თავად პედაგოგი ამბობს,რომ გული ჰქონდა დაწყვეტილი ერთ-ორ ბავშვზე.”განაწყენებული ვიყავი,არ ვიმსახურებდი,ჩემი გულისტკივილი დავწერე. ყველამ იცის ჩემი განვლილი გზა და როგორი პედაგოგიც ვარ მე,ერთი სტატუსით ხომ არ განისაზღვრება ყველაფერი და ყველამ ძალიან კარგად იცის თუ რის საფუძველზე დავწერე მე ეს სტატუსი.მე მთელი არსებით ვემსახურები სკოლას”,- თქვა პედაგოგმა.

banner
წინა სტატიაშირომელი შეზღუდვები მოიხსნა და რომელი რჩება საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ
შემდეგი სტატიაDMO Imereti-ს ხელმძღვანელი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს “მე მიყვარს ქუთაისის” ბრენდსტრატეგიის წარდგენას სთხოვს