ზუგდიდელმა აქტივისტმა, შალვა ესართიამ, 7-დღიანი პატიმრობის შემდეგ, ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.
შალვა ესართია მოსამართლე ნინო ჭაბუკიანმა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად 5 დეკემბერს ცნო, სადაც ის ჩუსტებით და კომფორტული ტანსაცმლით მივიდა, რადგან მისი თქმით, სასამართლოს ობიექტურობის იმედი არ ჰქონდა.


















