21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ზუგდიდელ აქტივისტს შალვა ესართიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზუგდიდელ აქტივისტს შალვა ესართიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – მან საპატიმრო დაწესებულება დღეს, 18 ივნისს დატოვა.

როგორც მისმა ადვოკატმა „პუბლიკას“ განუცხადა, ესართიას 3 თვე მიესაჯა და მან სასჯელი სრულად მოიხადა.
საპროცესო შეთანხმების გაფორმების წინაპირობა ბრალის აღიარებაა. შეთანხმების პირობა 1-წლიანი პირობითი მსჯავრია.
შალვა ესართია 173-ე მუხლით – პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა – მესამედ 2026 წლის 17 მარტს დააკავეს. პირველად – 2025 წლის იანვარში, მეორედ – 2025 წლის დეკემბერში და ბოლოს – 2026 წლის მარტში. პირველ ჯერზე ის 3000 ლარით დააჯარიმეს, მეორედ 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, მესამედ დაკავების შემდეგ კი უკვე სისხლის სამართლის წესით წარუდგინეს ბრალი.

სისხლის სამართლის კოდექსში მუხლი, რომლის მიხედვითაც პოლიციის დაუმორჩილებლობა ან შეურაცხყოფა ჩადენილი მესამედ ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 13 ოქტომბერს პროექტის სახით წარმოადგინა და დაჩქარებული წესით 2 დღეში დაამტკიცა.

banner
წინა სტატიაშირობერტ ქოჩარიანს საპარლამენტო იმუნიტეტი მოუხსნეს და ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს
შემდეგი სტატია“ჯივიპი” მოსახლეობას აფრთხილებს: მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის დონე მოიმატებს