ზუგდიდელ აქტივისტს მზია ამაღლობელის სტენსილის დახატვის გამო აჯარიმებენ

ზუგდიდელ სამოქალაქო აქტივისტს როსტევან ზარანდიას, რომელმაც მზია ამაღლობელის სტენსილი დახატა, აჯარიმებენ. “ბათუმელების” ინფორმაციით, მას სახლში მიუტანეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის მიხედვითაც 150-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას ედავებიან. მუხლი გულისხმობს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯებას და ითვალისწინებს ჯარიმას 2000 ლარის ოდენობით.

ზარანდიამ „ბათუმელებს” უთხრა, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს.

მისი თქმით, სამართალდარღვევათა ოქმი 29 იანვარს, ზუგდიდის პროკურატურის შენობაზე მზია ამაღლობელის სტენსილის დახატვას მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშიPOLITICO: EU-ის ქვეყნები უკრაინისთვის, ომის დაწყების დღიდან, დახმარების ერთ-ერთ უმსხვილეს პაკეტს ამზადებენ | ღირებულება, სულ მცირე, 6 მილიარდი ევრო იქნება
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპი დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს