გამოცემა NEW YORK TIMES რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ უკრაინელებმა კონტრშეტევის ტაქტიკა შეცვალეს და ეს წინდახედული ნაბიჯი იყო. გამოცემის სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, უკრაინა ნელი ტემპით, მაგრამ თავდაჯერებულად მიიწევს წინ და ეს სწორია, რადგან გასათვალისწინებელია რუსეთის ჯარების მიერ წინააღმდეგობის გაწევის მიზნით შექმნილი თავდაცვითი ზღუდეები.
მათი თქმით, ახლა უკრაინელები რუს სამხედროებს ფიტავენ და მათ არტილერიისა და შორი რადიუსის რაკეტებით “უმასპინძლდებიან”, რამაც პირად შემადგენლობაში დანაკარგები შეამცირა, თუმცა, კონტრშეტევის ტემპი გააჭიანურა.
“ადრე ჩატარებული კონტრშეტევის დროს ჩვენი პირადი შემადგენლობის დანაკარგი ძალიან დიდი იყო, ჩვენ კი ვალდებული ვართ, გავუფრთხილდეთ თითოეული სამხედრო პირის სიცოცხლეს”, – აცხადებენ უკრაინის არმიის გენშტაბში, კონტრშეტევის დეტალებზე საუბრის დროს.