“ზრდილობა იქონიე” – ქუცნაშვილი “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს დაუპირისპირდა

ზაქარია ქუცნაშვილი ცდილობს დაამტკიცოს, რომ მისი კომენტარი, სადაც იგი ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძეზე საუბრობს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გაყალბებული იყო. საუბარია განცხადებაზე, სადაც ქუცნაშვილი აცხადებს, რომ „მკვლელობის საკითხში რუსეთთანაც კი უნდა ვითანამშრომლოთ“:

“გაყალბებული სიუჟეტი ვუწოდე მე ამას, როდესაც სამჯერ კიბეებზე დადევნებული ჟურნალისტი გეკითხება იცნობ თუ არა ცერცვაძის ქეისს, პასუხობ, რომ ცერცვაძის ქეისს არ იცნობ, ამის მიუხედავად მაინც გეკითხება გამიკეთე კომენტარი უნდა ვითანამშრომლოთ თუ არა მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულ მოქალაქეებზე, აძლევ პასუხს რომ მკვლელობის საქმეზე უნდა ვითანამშრომლოთ ნებისმიერ ქვეყანასთან და ამას აბამს იმ ქეისს , რომელი ქეისიც შეუძლებელია ვიცოდეთ ჩვენ. ეს ჟურნალისტი სუფთა ფაქტების გამყალბებელი ჟურნალისტი, ნაცვალად იმისა, რომ თუ არ იცნობ ფაქტებს არ მოითხოვო მისი შეფასება, გეუბნება ზოგადად შემიფასე მკვლელობის საქმეებზე უნდა ვითანამშრომლოთ თუ არ უნდა ვითანამშრომლოთ. აქედან გამომდინარე ამას თუ იკადრებ ყველაფრის მიწებება შეიძლება. მე მიმაჩნია, რომ მკვლელს ეთნიკური წარმომავლობა არ აქვს, ეს იყო ზოგადი შეფასება,“-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

საქართველოს არ დაუპატიმრებია და არც გაუსამართლებია, რაზე თხოვოთ საქართველოს პასუხს, რატომ არ დააპატიმრა მაგაზე? უნდა დაეპატიმრებინა? მიპასუხე კითხვაზე თუ გინდა კაცო თუ გინდა ობიექტურობა.

არ გყოფნით სითამამამე იმიტომ რომ ხართ ფაქტების გამყალბებლები. ჩვენი კანონმდებლობის თანახმად თუ საქართველო არ დევნის საქართველომ არ უნდა დააპატიმროს და რუსთავი2 საქართველოს ბრალს დებს იმაში, რომ რატომ არ დააპატიმრა. წარმოგიდგენიათ რა აბსურდია. ზრდილობა იქონიე რა კითხვა პასუხი მოისმინე. თუ ისტერიკის მოწყობა გინდა წადი ნაციონალურ მოძრაობის ოთხ ნაწილთან იქ ისტერიკაში ჩავარდი,“-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„აუცილებელია ბოლომდე მივიყვანოთ ის საქმე, რასაც ეწოდება საქართველოს ხელისუფლების ქმედებების მოკვლევა”- სერგო რატიანი ცერცვაძის საქმეზე საუბრობს
შემდეგი სტატია„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”: საქართველო „კორუფციის აღქმის ინდექსით“ 44-ე ადგილზეა