ზოზია ქარდავამ თელავის საერთაშორისო ტურნირი მოიგო

17 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ზოზია ქარდავამ თელავის საერთაშორისო (საპრიზო ფონდი 15 000 ამერიკული დოლარი) ტურნირი მოიგო.

ქარდავამ ტურნირი სეტ-წაუგებლად მოიგო. ფინალში ვასილისა აპონასენკო 6:2, 6:2 გაანადგურა.

ზოზიამ პირველ წრეში ისრაელის წარმომადგენელი თამარა ბარადიხაკი 6:0, 6:2 დაამარცხა. მეორე წრეში რუსი ანა იაკოვვლევა – 7:6, 6:2, მეოთხედფინაში მარიამ დალაქიშვილი – 6:1, 6:1, ხოლო ნახევარფინალში რუსი ანასტასია ზოლორარევა – 6:1, 6:3.

banner
წინა სტატიაშისაპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით მმართველ გუნდში ერთიანი პოზიცია არ არის
შემდეგი სტატია48 წლის ქალბატონს ოჯახი მეხუთე დღეა ეძებს