ზოზია ქარდავა დღეიდან საქართველოს სახელით იასპარეზებს

ერთი კვირის უკან, რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართული წარმოშობის ახალგაზრდა პერსპექტიულმა ჩოგბურთელმა ზოზია ქარდავამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ამიერიდან საქართველოს სახელით გამოვიდეს.

15 წლის ზოზია ქარდავამ, ipin.itftennis.com საიტის მეშვეობით მისწერა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციას, რომ მათ ნება დაერთოთ, რათა ტურნირებში საქართველოს სახელით ეასპარეზა, რაზეც თანხმობა მიიღო და მისი კოდი აჟამად უკვე შეცვლილია.
26 აგვისტოს ეგვიპტეში სტარტს აიღებს 18 წლამდე ჩოგბურთელთა მეორე კატეგორიის საერთაშორისო ტურნირი, სადაც ზოზია ქარდავა პირველად გამოვა საქართველოს სახელით. საკმარისია, რომ საქართველოს სახელით მოასპარეზე ახალგაზრდა გოგონა რომელიმე ტურნირში მეოთხედ ფინალში გავიდეს, რომ ის შემდგომ უფრო მაღალი კატეგორიის ტურნირებზე მიიღებს მონაწილეობას. 18 წლამდელთა რეიტინგში, ზოზია ქარდავას ამჟამად 155-ე ადგილი უკავია.

აღსანიშნავია, რომ მოსკოვში მცხოვრებ ახალგაზრდა ქართველ ჩოგბურთელს, რომელიც ადრე რუსეთის სახელით გამოდიოდა, მეოთხე წელია წვრთნის წარსულში ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი ირაკლი ლაბაძე. ლაბაძემ, 2015 წელს ,,თაიმერისთვის,, მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ქარდავასგან დიდ მიღწევებს ელოდა და რომ ზოზიას მშობლებს დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ მათ შვილს საქართველოს სახელით ეასპარეზა.


,, – მოსკოვში 4 ბავშვს ვავარჯიშებ. ერთია მაგალითად ჩემი მეგობრების შვილი, 13 წლის ზოზი ქარდავა. ერთი წელია რაც ზოზის ვავარჯიშებთ და ვმუშაობთ, მაგრამ საკმაოდ კარგი შედეგები აქვს უკვე. 18 წლამდე ასაკის ბავშვებში პირველი ტურნირი წყვილებშიც და ერთეულებშიც მოიგო. მშობლებს ძალიან უნდათ, რომ ბავშვმა საქართველოს სახელით ითამაშოს, მაგრამ ამ ეტაპზე არაფრის შეცვლა არ ღირს. მთავარია, რომ ზოზი სულიერად ქართველია. მომავალი ბევრ რამეს გვაჩვენებს,, აცახდებდა 2 წლის უკან ლაბაძე. ეტყობა, რომ ჩოგბურთელთან ერთად, მშობლებიც და მწვრთნელიც უკვე მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ დროა ზოზიამ საქართველოს სახელით იასპარეზოს.

,,თაიმერი,,

banner
წინა სტატიაში„ციური ბარისოვნა“ანუ ,,ზე-ციური“ გუბერნატორი
შემდეგი სტატიაბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოებში ავიაცია ჩაერთო