ზოგჯერ თავის შეკავება არც ისე ადვილია, თუმცა ჩემს ქმედებას ეს არ ამართლებს – კახიძე

ჩემი აზრით, ჩემი ქმედება არ შეესაბამებოდა პარლამენტის წევრის ეთიკას და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას – განაცხადა “ევროპული საქართველოს” დეპუტატმა ოთარ კახიძემ პარლამენტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ:

“მე შენიშვნა გამოვთქვი რეგლამენტით დარღვეულ პროცედურაზე, რის შემდეგაც ჩემმა კოლეგამ, ბატონმა ირაკლი ბერაიამ თავს უფლება მისცა და არაკორექტულად მომმართა. რაზეც მე პასუხი გავეცი. ჩემი აზრით, ჩემი ქმედება არ შეესაბამებოდა პარლამენტის წევრის ეთიკას და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, მაყურებელს ვინც ამას თვალყური ადევნა. უბრალოდ, ზოგჯერ თავის შეკავება არც ისე ადვილია, თუმცა ჩემს ქმედებას ეს არ ამართლებს. ყველასთვის ნათელია, რომ ეს ინციდენტი მე არ წამომიწყია, მხოლოდ პასუხი გავეცი მის არაკორექტულ შეფასებას.”- განმარტა კახიძემ ჟურნალისტებთან.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოსამართლეთა შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს განიხილავენ.

banner
წინა სტატიაში(Video) ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში – ერთმანეთს ოთარ კახიძე და ირაკლი ბერაია დაუპირისპირდნენ
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა : დილით მიხეილ სააკაშვილის განცხადება რომ ვნახე, ციხის წერილიდან ჩემი ციტატა მეგონა