,,ზოგჯერ დგება ეტაპი, როცა პოლიტიკურმა ძალებმა შესაძლოა ინდივიდუალურად მოსინჯონ საკუთარი შესაძლებლობები”

ზოგჯერ პოლიტიკაში დგება ეტაპი, როცა ცალკეულმა პოლიტიკურმა ძალებმა შესაძლოა ინდივიდუალურად მოსინჯონ საკუთარი შესაძლებლობები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ მმართველ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიების საპარლამენტო არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც ეკა ბესელია აცხადებს, ამით პარტიებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ამომრჩევლის მხარდაჭერა მოსინჯონ. თუმცა, მისივე ინფორმაციით, კოალიციის ფორმატში მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

“ტრაგედიას ვერ ვხედავ ვერც იმაში, თუ კოალიცია არსებულ ფორმატში დარჩება და ვერც იმაში, თუკი მასში შემავალი პოლიტიკური ძალები ცალ-ცალკე მოსინჯავენ ძალებს 2016 წლის არჩევნებისთვის”, – აცხადებს ბესელია.

იგი არც იმას გამორიცხავს, კოალიციაში შემავალი სუბიექტები არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობის შემდეგ, პარლამენტში მოხვედრისას გაერთიანდნენ.

banner
წინა სტატიაშიჭადრაკის სასახლის წინ ნონა გაფრინდაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება
შემდეგი სტატიაომბუდსმენმა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების წინააღმდეგ კამპანია “წამზომი ჩართულია” დაიწყო