„ზოგისთვის ეს არის რთული არჩევანი, მაგრამ აუცილებლად მიდით არჩევნებზე“ – გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. პრეზიდენტმა მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა:

„მე მინდა მივულოცო საქართველოს მოქალაქეებს, დღევანდელი აქტიურობა რომელსაც ვხედავ საარჩევნო უბანზე, მიხარია და მეამაყება რომ ქართველი ამომრჩეველი ასე აქტიურად გამოხატავს პოზიციას, ზოგისთვის ეს არის რთული არჩევანი, მაგრამ ყველა აუცილებლად მივიდეს არჩევნებზე, ითამაშოს თავისი როლი, გამოიყენოს თავისი ბიულეტენი, რაც უფრო მაღალ დონეზე ჩატარდება არჩევნები, მით უფრო ნაკლები იქნება არჩევნების გაყალბების ალბათობა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიორგანიზაცია „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ – ქუთაისში, 119-ე საარჩევნო უბანზე მარკირებული ადამიანები აძლევენ ხმას
შემდეგი სტატიამე-20 უბანზე ზოდელავას აგინეს