გიორგი ალანია: „ზოგიერთს გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილში ეშლება“

„ზოგიერთს გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილში ეშალება“

„ზოგიერთს გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილში ეშალება“ნაციონალური მირაჟი, პარტიებს შორის წინასაარჩევნო კინკლავი თუ ურთუერთბრალდება პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია და სიახლეს არ წარმოადგენს, თუმცვა საქართველო სხვა ქვეყნებისაგან ამ კუთხითაც გამოირჩევა. დღევანდელი სახელისუფლებო გუნდი თავის ოთხწლიან უნიათო მმართველობას სხვა ვერაფერს უპირისპირებს, გარდა ნაციონალური აჟიოტაჟის ფონზე, წინა ხელისუფლების მირაჟის წარდგენას. არადა, სახელისუფლებო გუნდს შეეძლო, წინაასაარჩევნოდ სულ სხვა ტაქტიკა აერჩია.

მაგალითად, თუნდაც მიღწევებით დატრაბახება და მოსახლეობისთვის „ნაციონალებზე“ უკეთესი საარსებო პირობების შექმნა, მაგრამ როგორ, როდესაც არაფერია ისეთი, რითიც შეუძლია, ხალხის წინაშე წარსდგეს.
ხელისუფლების მიერ აგორებული კამპანია და დაპირისპირება ისეთი სიძლერით მიეწოდა მოსახლეობას, რომ ბევრს არც კი ახსოვს, ვინაა ამჟამად ხელისუფლებაში და 2011 წლის შემართებით იბრძვის „ნაციონალების“ ხელისუფლებიდან მოსაშორებლად. ხელისუფლებაც ისეთ აზრტში შევიდა, რომ არც კი ერიდება ვენდეტის ტიპის მოწოდებას და სახალხო დაპირისპირების რისკზეც მიდის. არავის ახსოვს, რომ თვით ქიბარ ხალვაშსაც არ ახსოვდა სამი წელი, რომ „რუსთავ 2“-ის წილი ქონდა და თურმე, ერთადერთი მეპატრონე ყოფილა. სცენაზე ისევ ციხის კადრები შემოდის, თან ისეთი დოზირებით, აღშფოთების ტალღა პერმამენტულად რომ შენარჩუნდეს. არადა, ყველაფერი ეს უკვე გავაირეთ. ისცი გავიარეთ,რომ ამ ხელისუფლების არცერთი დაპირება არაა შესრულებული, სამართლიანობის აღდეგნის ჩათვლით.
ეკონომურად მოსახლეობს იმაზე მეტი უჭირს, ვიდრე 3 წლის წინ, პრობლემებიც მეტია, სამართალი ისევ ტკეპნის იგივე ბილიკს, მაგრამ ჩვენ თვალწინ დღეს არა შიმშილი და გაჭივრება, არამედ, ისევ ის „ნაციოანელბი“ დგანან, რომელბიც უკვე ხელისუფლების სადავეებს არ ფლობენ და რომელთაგან მთავრი ლვოვის ოლქის გუბერნატორია. ეიფორია იმდენად საშიშია, რომ საცაა, ზოგიერთს გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილში შეეშალოს და მოლოტოვის კოტეილი უბოძოს საპრეზიდენტო კანცელარიაში. ასეთმა მოწოდებებმაც გაიჟღერა, ახლა უკვე ამ ხელისუფლების „ზონდერებსიგან“ და თუ დროზე არ დაამუხრუჭა ვინმე ეს სიგიჟე, ხვალ გვიან იქნება.

 გიორგი ალანია

banner
წინა სტატიაში“ფეხებს ვერ მოჭამთ უმწიფრებო!” -ირაკლი ღლონტი მეჭიაურს ეხმაურება
შემდეგი სტატიახელისუფლება გვარამიასთვის დაგებულ ხაფანგში თავად გაეხვევა