ზოგიერთი ქვეყანა უკრაინიდან რუსეთის მიერ მოპარული მარცვლეულის ყიდვას ცდილობს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ზოგიერთი ქვეყანა უკრაინიდან რუსეთის მიერ მოპარული მარცვლეულის ყიდვას ცდილობს.

ამის შესახებ ზელენსკიმ Fox News-ზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსები მარცვლეულს მასობრივად იპარავენ.

“მე არ მინდა დავასახელო ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენს ზურგს უკან გარიგებებს დებენ რუსეთისგან ჩვენი მარცვლეულის შესაძენად. თუ ამას გააკეთებენ, რა თქმა უნდა ვიტყვით”, – თქვა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიგვჭირდება სპეციალური ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის – კულება
შემდეგი სტატიანინო წილოსანმა მისივე განცხადებას, ჯერ მანიპულაცია უწოდა, შემდეგ კი მოგონილი