ზოგიერთი ქვეყანა გვთავაზობს, რომ რუსეთი “არ დავამციროთ”, ამავდროულად, ჩვენ გვბომბავენ – ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და გენოციდისთვის პასუხისმგებლობა რაც შეიძლება მკაცრი უნდა იყოს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ერმაკის „ტელეგრამ“ არხზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე თქმით, რუსული აგრესია შესაძლებელია, რომ ძლიერი დიპლომატიის, ეკონომიკური სანქციებისა და იარაღის გამოყენებით შეჩერდეს.

“ზოგიერთი ქვეყანა გვთავაზობს, რომ რუსეთი “არ დავამციროთ”. ამავდროულად, ჩვენ გვბომბავენ: ჩვენს ქალაქებს, ხალხს. ისინი ჩვენი ტერიტორიების წართმევას ცდილობენ, ზოგი კი – უკვე 8 წელია, რაც ოკუპირებულია და პასუხისმგებლობა დანაშაულებზე, უკრაინელების გენოციდზე მაქსიმალურად მკაცრი უნდა იყოს”, – განაცხადა ერმაკმა.

ამასთან, ერმაკმა აღნიშნა, რომ “აგრესორის პასუხისმგებლობა არის არა დამცირება, არამედ სამართლიანობა”.

banner
წინა სტატიაშირუსეთი პირდაპირ არის პასუხისმგებელი მსოფლიოში მარცვლეულის დეფიციტზე, რადგან ის ბლოკავს უკრაინის პორტებს – ბორელი
შემდეგი სტატიაბატონო ბორელ, მარცვლეული გჭირდებათ? მობრძანდით, იყიდეთ, ერთადერთი, რაც ხელს გიშლით ამაში, არის სინდისის ნაკლებობა – ზახაროვა