,,ზოგიერთი ავი ზრახვების მქონე ადამიანი ახერხებს ქვეყნის შიგნით შემოღწევას”

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა

ბოლო ხანებში განხორციელებულმა დაკავებებმა ცხადყო, რომ საზღვრები არ არის დაუძლეველი და ზოგიერთი ავი ზრახვების მქონე ადამიანი ახერხებს ქვეყნის შიგნით შემოღწევას, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ისრაელში ვიზიტისას გამოცემა I-HLS-ისათვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. გამოცემა დაინტერესდა, თუ როგორია საქართველოში შიდა უსაფრთხოების თავდაცვის პროგრამა. ალასანიას თქმით, საქართველომ წარსული 25 წლის განმავლობაში დიდი გამოცდილება დააგროვა, თუმცა სამომავლოდ კვლავ ბევრი აქვს დასახვეწი. “საქართველომ წარსული 25 წლის განმავლობაში დიდი გამოცდილება დააგროვა. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიო მასშტაბით, რომელსაც ჰქონდა სამი სამხედრო დაპირისპირება რუსეთის ფედერაციასთან. ვფიქრობ, მრავლად იყო პოლიტიკოსებს შორის ურთიერთგაუგებრობები, რამაც ყოველივე გადაზარდა სამხედრო დაპირისპირებაში, მაგრამ ახლა ჩვენ ვსწავლობთ ამ ყველაფრისგან. ჩემი თაობის პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სპეციალისტები ვდებთ მეტ ენერგიასა და შრომას, რათა გავატაროთ საკმაოდ ფრთხილი პოლიტიკა. ჩვენ გჭირდება ფიქრი, სანამ გადავალთ მოქმედებაზე და სწორედ ამიტომ, როდესაც მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი, ყოველთვის დიდ დროს ვუთმობდი დაზვერვასა და ანალიტიკას და არ ვეყრდნობოდი მხოლოდ აღჭურვას. ვფიქრობ ესაა ის მთავარი, რაც ვისწავლეთ ჩვენი წარსულისგან და ვფიქრობ სამომავლოდ, საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს წამყავანი ქვეყანა რეგიონში”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

banner
წინა სტატიაში“ცუდსა და უარესს შორის არჩევანი გავაკეთე ცუდის სასარგებლოდ“
შემდეგი სტატია32-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულმა მაზარ-ი-შარიფში ჰუმანიტარული ოპერაცია ჩაატარა