„ზოგიერთები ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომლებსაც ვფიქრობ, არც წაუკითხავთ ჩვენი საბჭოს განცხადება“ – ევა გოცირიძე

მოსამართლეებთან დაკავშრებით საკუთარი ინიციატივის განსახილველად იუსტიციის უმაღლესი საბჭო საჯარო დიკუსიებს იწყებს. შეხვედრები იგეგმება საერთაშორისო სპეციალისტებთან, სამოქალაქო სექტორთან, მედიის წარმომადგენლებთან და ომბუდსმენის აპარატთან.

„მთავარია, რომ ჩვენ მოვიწვიოთ ევროპელი ექსპერტები, რომლებიც გაგვაცნობენ თავიანთი ქვეყნების პრაქტიკას და გამოცდილებას სასამართლოს დასაშვები კრიტიკის ფარგლებზე და განხილვაში მყოფი საქმეების მედიაში გაშუქების სტანდარტების თაობაზე.

ზოგიერთები ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომლებსაც ვფიქრობ, არც წაუკითხავთ ჩვენი საბჭოს განცხადება და რაღაც ყურმოკვრით აცხადებენ რაღაცეებს,“ – აღნიშნავს რუსთავი 2-თან სუბრისას ევა გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიყალბი 100 და 200 ლარიანი კუპიურების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ოთხი პირი დააკავეს
შემდეგი სტატია“აუდიტორია 115” ქალდანთან ვიზიტს აანონსებს